ჟოზეპ ბორელი მკაცრად გმობს თბილისში აქციის მონაწილეებზე ძალადობას

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება 30 აპრილის ღამეს თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის დარბევას და მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას.
“მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია”, – წერს ჟოზეპ ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გარდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა დაგმო გერმანიის ელჩმა საქართველოში და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი ევროკავშირს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ს წინააღმდეგ.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი” (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.
-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება” მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს” და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ