ჟოაო ფელიქსი ქართველ ფეხბურთელებზე: პატრიოტები არიან და არასდროს ნებდებიან

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

პორტუგალიელი შემტევის თქმით, ქართველებთან მარტივი თამაშის მოლოდინი არ აქვთ.

„საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ. საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია. პატრიოტები არიან და არასდროს ნებდებიან. ეს, მარტივი თამაში არ იქნება“, – ამბობს ფეხბურთელი.

ცნობისთვის, პორტუგალია ჯგუფიდან პირველი ადგილით უკვე გავიდა, საქართველოს კი გამარჯვება სჭირდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის გაგრძელება გაინაღდოს. თუმცა, თუ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდება, საქართველოს გუნდიდან გასვლის საკითხი სხვა გუნდების შეხვედრების შედეგებმაც შეიძლება დადებითად გადაწყვიტოს.

საქართველო-პორტუგალიის დაპირისპირება 26 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ოპოზიციამ ხელი მოაწერა „ერთიანობის დეკლარაციას“, წარმოუდგენელია, „ქართული ქარტიის“ ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს – კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით

თეონა აქუბარდია – პრემიერის მთელი ანგარიში სავსე იყო სიყალბით – ამის გამო შევედი ორი წუთით, რათა მისთვის მეთქვა, რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას