“ჟირონა” “შახტარის” ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

XCatalunya.cat-ის მტკიცებით, “ჟირონა” “შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველებით კევინით და მარლონ გომესით დაინტერესდა.
კატალონიური გუნდი სავინიომ და ალეიშ გარსიამ დატოვეს და “მეშახტეები” მათ შემცვლელებად სჭირდებათ.
“ჟირონამ” გასულ სეზონში უკრაინის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი – ვიკტორ ციგანკოვი და არტიომ დოვბიკი შეიძინა, რომლებმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.