“ჟირონა” დოვბიკს “ჩელსის” იაფად არ მიჰყიდის

ფიფას აგენტმა იგორ კრივენკომ “ჟირონას” 26 წლის თავდამსხმელის არტიომ დოვბიკის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა, რომლის ტრანსფერით პირადად დაინტერესდა ლონდონური გუნდის მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო:
“ჟირონა” დოვბიკს 30 მილიონ ევროდ ან მეტად გაყიდის. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია, ფენომენალურად თამაშობს თავით, ფიზიკურად ძლიერია, ბევრი გოლი გაიტანა, პასის გაკეთება ეხერხება, პარტნიორებს გრძნობს და დიდი ინტელექტის მქონეა. თუ ასევე გააგრძელა, რომელიმე გრანდში გადავა”.
მიმდინარე სეზონში დოვბიკმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის კატალონიურმა კლუბმა ზაფხულში “დნიპრო 1”-სგან 7.75 მილიონად შეიძინა და
ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ახლა კი Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 28 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში