“ჟირონას” უკრაინელი თავდამსხმელის ფასი გაიზარდა და შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს

ლა ლიგაში “ჟირონას” წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი უკრაინელ ლეგიონერებს ვიქტორ ციგანკოვსა და არტიომ დოვბიკს შეაქვთ. განსაკუთრებით 26 წლის თავდამსხმელი დოვბიკი გამოირჩევა, რომელმაც 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შესაბამისად მისმა სატრანსფერო ფასმაც მოიმატა – 23 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე.
Fichajes-ის ცნობით, დოვბიკის სამსახურით “ვესტ ჰემი”, “ფულჰემი” და “ასტონ ვილა” დაინტერესდნენ და არაა გამორიცხული, კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არც ერთ კლუბთან არ დაწყებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში