ჟენევის დისკუსიების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ვერ რეგულირდება – დეპუტატი სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება.
ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
პარლამენტის პრეს-ცენტრის ცნობით, სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
მან სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.
გამოსვლაში დეპუტატმა სამხარაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე.
პრესცენტრის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ს მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.
„მან ასევე ხაზი გაუსვა რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს- ოკუპაციას“, – იუწყება პარლამენტის პრეს-ცენტრი.
„წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთო- თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
სამხარაძემ ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა.
2024 წლის 4 ივნისს, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, ამავე რეზოლუციით მოუწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს, რეზოლუციის თანახმად, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ფორმატი, რომელშიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და სადაც მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, -ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 2024 წლის 7 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს საქართველო ჟენევის ფორმატის ალტერნატივა განიხილოს ჩინეთის მედიაციით, განაცხადა:
„ჟენევის ფორმატი … არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია წარმოდგენილი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ მონაწილეობას… ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის, შევეცადოთ, ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ მინიმუმ ამ დიალობის ფარგლებში“.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან – არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა – უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?