ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს ორშაბათს უმასპინძლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება”, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-ს და დასძინა, რომ შეხვედრა იქნება სამუშაო სესია და მისი ”ზედმეტად დრამატიზირება“ არ უნდა მოხდეს.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას.
Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, , ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)