ჟან-ნოელ ბარო – ევროპამ აშშ-ს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი „წითელი ხაზები“ წარუდგინა

ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს ში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი „წითელი ხაზები“ წარუდგინეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Franceinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები.
„ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია