ჟან-ნოელ ბარო – ალასკის სამიტმა ცეცხლის შეწყვეტამდე უნდა მიგვიყვანოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ პარასკევს ალასკაში -სა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოიწვიოს.
„მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვისწრაფვით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. სამიტმა, რომელიც ალასკაში გაიმართება, უნდა მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტამდე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელზეც ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება საბოლოოდ დაიწყოს მოლაპარაკებები“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება დაამტკიცეს. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა