“პუტინს ცუდი დღე გაუთენდა… უკრაინას ბევრი კოზირი აქვს დამალული” – ამერიკელი გენერლები

უკრაინას ბევრი კოზირი აქვს დამალული, – ასე აფასებენ -ს ყოფილი გენერლები უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე განხორციელებულ სპეცოპერაციას. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.
თვეების განმავლობაში ზოგიერთს სჯეროდა, რომ ს “არანაირი კარტი” არ ჰქონდა. ბევრმა ჩვენგანმა კი თქვა, რომ მალე ბრძოლის ველზე გარდამტეხი მომენტი დადგებოდა – ს სამხედრო ეკონომიკის ჩავარდნებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის არაადეკვატურობის გამო, განსაკუთრებით, უკრაინის მთავრობის, სამხედროებისა და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერისა და ნებისყოფის გამო, რაც შერწყმულია სპეციალური ოპერაციების, უპილოტო სისტემების (სხვადასხვა დრონების) და ოპტიკურ-ბოჭკოვანი შესაძლებლობების ინოვაციურ გამოყენებასთან რუსული ელექტრონული ომის წინააღმდეგ, – წერს აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური ევროპაში, მარკ ჰერტლინგი.
მან აღნიშნა, რომ კოორდინირებული და სინქრონიზებული თავდასხმა, რომელმაც, ფრონტის ხაზიდან 4000 კილომეტრზე მეტ მანძილზე დისლოცირებული რუსული საჰაერო ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა, ცხადყოფს, რომ უკრაინას „ბევრი კოზირი აქვს გადამალული”.
თავის მხრივ, აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, რომელიც ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო ევროპაში, პუტინი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ვლადიმერს ძალიან ცუდი დღე აქვს. პუტინ, რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.
CNN-თან ინტერვიუში სტავრიდისმა უკრაინის თავდასხმას „შესანიშნავი” უწოდა.
ეს ერთგვარი ტროას ცხენია… ეს ხის ყუთები, რომლებიც მათ ქვეყანაში შეათრიეს და უცებ მათგან გამოსული “მეომრები”, რომლებიც ყველა ამ თვითმფრინავს ანადგურებენ და არცერთ მათგანში ხალხი არ არის. ეს მართლაც ომის საოცარი ოსტატობაა,- აღნიშნა მან.
ამავდროულად, ილინოისის შტატის ყოფილმა წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ბომბდამშენების დაბომბვა „ომის პირობებში აბსოლუტურად ლეგალური და მოსალოდნელია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს