პუტინს კურსკის რეგიონის დაბრუნება ტრამპის ინაუგურაციამდე სურს -The Telegraph

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ოკუპირებული კურსკის რეგიონის ტერიტორიებს დაიბრუნებს ს ინაუგურაციამდე, 2025 წლის 20 იანვრამდე. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება.
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რომელსაც გაზეთი გაეცნო, უახლოეს დღეებში რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს საავიაციო იერიშებს უკრაინის არმიის პოზიციებზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ კურსკის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში რუსების მხარდამხარ ჩაერთვება ჩრდილოეთ კორეის 12 000 სამხედრო მოსამსახურეც. საერთო ჯამში, New York Times-ის თანახმად, რუსეთის სარდლობამ კორეული დანაყოფის ჩათვლით, კურსკის რეგიონზე კონტრშეტევისთვის კურსკის გარშემო 50-ათასიან დაჯგუფებას მოუყარა თავი.
უკრაინელი ანალიტიკოსების აზრით, კრემლი კურსკის რეგიონში შეტევის გამოყენებას შესაძლოა ასევე აპირებდეს იმისთვის, რომ განაგრძოს წინსვლა უკრაინის სუმის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

2024 წლის 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.
მომდევნო კვირების განმავლობაში, მ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ამ ყველაზე მასშტაბური ოკუპაციის პროცესში აცხადებს, რომ მის მიზნებს შორისაა, უკან დაახევინოს რუსეთის არტილერიას, მოშალოს მომარაგების ხაზები და აიძულოს რუსეთი, ძალები მოხსნას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც მოსკოვი უკანასკნელ თვეებში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა.
“ტელეგრაფის” ცნობით, რუსეთმა უკვე დააბრუნა უკრაინელი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი.

ასევე დაგაინტერესებთ