,,პუტინს თავისი ფრაქცია ჰყავდა პარლამენტში, ახლა პარტიაც ეყოლება“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი ,,ხალხის ძალის” პარტიად გადაკეთებას ასე ეხმაურება:
,,პუტინს თავისი ფრაქცია ჰყავდა პარლამენტში, ახლა პარტიაც ეყოლება.
“ხალხის ძალად” წოდებული წარმონაქმნი სინამდვილეში პუტინის ძალაა, რომელიც “ალტინფოსა” თუ სხვადასხვა ჩამოწერილი მარშებისა და პატრიოტთა ალიანსების ველზე გამოჰყავთ საარჩევნოდ საბალახოდ.
“ქართულ ოცნებას” რაღაც ეტაპზე ანტიდასავლური თავდასხმებისათვის თუ სჭირდებოდა მისი რიგებიდან ფორმალურად გამოცალკევებული ერთეულები, ში ომის დაწყების შემდეგ მსგავსი ფორმით შენიღბვას აზრი დაეკარგა. “ქათულმა ოცნებამ” ნიღაბი ჩამოიხსნა და არაფრით განსხვსვდება ე. წ. ხალხის ძალისგან და სხვა სატელიტებისაგან. მიუხედავად ამისა, ახლა ამ თავისი ორეული ახალშექმნილი პარტიის მეშვეობით შეეცდებიან ჩამოწერილი და პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გამქრალი პარტიების ნაცვლად ჯერ კიდევ შემორჩენილი, დაქსაქსული პრორუსული ამომრჩევლების კონსოლიდაციას. თანაც შიდაპარტიული პრობლემის გადასაჭრელადაც აწყობთ ამ პარტიის შექმნა -ყველა პოლიტიკურ ნაყარ-ნუყარას იქ უკრავენ თავს და აიძულებენ თავად გამოიმუშაონ დივიდენდები.
მორიგი პრორუსული და ანტიდასავლური ნაბიჯი გადადგა “ქართულმა ოცნებამ”.

ასევე დაგაინტერესებთ