პუტინსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კრემლის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში არსებულ მწვავე ვითარებაზე და კატასტროფულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ღაზას სექტორში.
„ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა თავისი პრინციპული პოზიცია ტერორიზმის ყველა გამოვლინების მიუღებლობისა და და დაგმობის შესახებ. ამავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტულ საფრთხეებთან დაპირისპირებამ არ გამოიწვიოს ასეთი მძიმე შედეგები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რუსული მხარე მზადაა, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით“, — ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მოსკოვის ცნობით, გამოითქვა ორმხრივი ინტერესი ს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის, ასევე ღაზაში მყოფი ისრაელების გათავისუფლების შესახებ შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
Times of Israel-ის ცნობით, სა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ისრაელის პრემიერმა გააკრიტიკა მოსკოვის ალიანსი ირანთან და გამოხატა უკმაყოფილება მისი პოზიციით ისრაელის ომის მიმართ „ჰამასთან“.
„პრემიერ-მინისტრმა გამოხატა უკმაყოფილება გაეროსა და სხვა ფორუმებზე რუსეთის წარმომადგენლების ანტი ისრაელური პოზიციების გამო. მან ასევე მკვეთრი კრიტიკა გამოთქვა რუსეთისა და ირანის სახიფათო თანამშრომლობის გამო“, — ნათქვამია ნეთანიუაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ რუსეთმა უმასპინძლა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერებს.