პუტინმა უკრაინასთან 3-დღიანი ზავი გამოაცხადა

პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დათანხმდება ამ გადაწყვეტილებას.
„უკრაინული მხარის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები – სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში

მერია – სადგურის მოედნის და „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა