პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ მის გაცვლას განიხილავდა

ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, საარჩევნო შტაბში ერთსაათიანი პრესკონფერენციის დროს პირველად ახსენა დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ს გვარი და პირველი კომენტარი გააკეთა მის დაღუპვაზე.
ვლადიმერ პუტინმა “სამწუხარო მოვლენა” უწოდა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას და თქვა, რომ “ასეთია ცხოვრება”. პუტინმა დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას იმ პირობით, თუ ალექსეი ნავალნი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. მან თქვა, რომ ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში “ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა ზოგიერთმა კოლეგამ” შესთავაზა.
“სხვათა შორის, გეტყვით და ეს ძალიან მოულოდნელი იქნება. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, არა ადმინისტრაციის წევრმა მითხრა, რომ იყო იდეა ბატონი ნავალნი გაცვლილიყო ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან. შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ არა, იმ ადამიანს, ვინც მესაუბრებოდა წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი – თანახმა ვარ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდებოდა – ჩვენ მას გავცვლიდით და ის არ უნდა დაბრუნდეს”, – განაცხადა პუტინმა.
მანამდე, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამტკიცებდა, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული. როგორც ის ვიდეომიმართვაში აცხადებდა, 15 თებერვალს მან მიიღო დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა. მეორე დღე კი ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადეს.