პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი ყაზანში ბრიკსის სამიტზე დაპატიჟა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიკსის სამიტზე მიიწვია მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგინ ხურელსუხი, სამიტი ოქტომბერში ყაზანში გაიმართება.
„ეს პირელი მსგავსი დონის ღონისძიება იქნება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს მონაწილებას მიიღებთ ბრიკსის ფორმატში. გელით“, – თქვა პუტინმა ულან-ბატორში მოლაპარაკებების დაწყების წინ.
BRICS-ი 2006 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მასში შედიოდნენ ბრაზილია, , ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, , არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ – თურქეთმა.
მონღოლ კოლეგას პუტინმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხის განხილვა შესთავაზა.
პუტინი მონღოლეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტმა 2023 წლის ოქტომბერში პეკინში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს დაპატიჟა, პუტინი მონღოლეთში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა.
მონღოლეთში პუტინის ვიზიტი მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში. 2023 წლის მარტის შემდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული ში შეჭრისა და ომის სავარაუდო დანაშაულებში მისი ბრალეულობის გამო.
მონღოლეთში პუტინის ვიზიტს უკრაინას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილებით მონღოლეთმა გაიზიარა მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა.
“მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის”, -ტიხის განცხადებით საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებენ იმაზე, რომ ულან-ბატორის ამ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
უკრაინამ მონღოლეთს გასულ კვირაში მოუწოდა პუტინი დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ ასობით უკრაინელი ბავშვის უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც არ აკონტროლებს.
ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მაც.
დაპატიმრების ორდერი სასამართლოს 124 წევრ ქვეყანას – მათ შორის მონღოლეთს – ავალდებულებს პუტინის დაპატიმრებას და მის გადაცემას ჰააგისთვის, თუკი ის მათ ტერიტორიაზე შევა.
კითხვას, ჰქონდათ თუ არა მონღოლეთის ხელისუფლებასთან მსჯელობა ICC-ის ორდერზე, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გასულ კვირაში უპასუხა, რომ “დეტალურად იქნა განხილული ვიზიტის ყველა ასპექტი”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ