“ვინ გთხოვა, შე სი@ო, თავდაცვითი წკავწკავი” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, :
ქორწინება რა არის და სახელმწიფო რამდენად უნდა ჩაერიოს ქორწინების განსაზღვრაში, ამაზე დისკუსია პოლიტიკოსებს შორის აბსოლუტურად ნორმალურია მაშინ, როდესაც ეს საკითხი აქტუალურია – არსებობს ადგილობრივი ინტერეს ჯგუფი, რომელიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას ითხოვს.
საქართველოში ასეთი ჯგუფი არ არსებობს – არავინ ითხოვს ქორწინების ლეგალიზაციას. საქართველოში ეს ადამიანები სიცოცხლის და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს ითხოვენ. როდესაც რეჟიმი ქორწინების თემით სრულიად არაავთენტურ პროპაგანდისტულ შეტევაზეა, ამ დროს თავდაცვითი წკავწკავი, რომ აი შენ ქორწინებას არ დაუშვებ (ვინ გთხოვა შე სი@ო) რეჟიმის გარდა არაფერს აძლიერებს. მეგობრებო, ლევან სანიკიძე და მისი გამოხტომა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, კოლექტიური წილოსნის პასუხად, არის მიშა სააკაშვილის და მასზე მიბმული პარტიის დეგრადაციის კანონზომიერი შედეგი და ამ გზის შედეგი 2013 წელსვე ნათელი იყო – როგორც მიშამ შეძლო ამ იაფფასიან პოპულიზმზე კაპიტალიზაცია, ისე შეძლებს სანიკიძეც და ორივე სახელოვნად ჩაიძირება.
(მაშინ ბევრმა ვერ გაიგო რაზე გავცხარდი)

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს