ჩემი მეორე ვიზიტი ძალიან პირადული აღმოჩნდა. პრეზიდენტ პუტინს ერთ-ერთი წამყვანი რუსი მხატვრისგან პრეზიდენტ ტრამპის ულამაზესი პორტრეტი ჰქონდა შეკვეთილი და პირადად მე გადმომცა, რომ წამომეღო და პრეზიდენტ ტრამპისთვის მიმეცა. მე ის ჩამოვიტანე და მას გადავეცი. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, მაგრამ ეს იყო ძალიან კეთილშობილური მომენტი.
მან მომიყვა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ წავიდა ეკლესიაში, როდესაც პრეზიდენტს ესროლეს, შეხვდა თავის მოძღვარს და ილოცა პრეზიდენტისთვის არა იმიტომ, რომ მას შეეძლო აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ მეგობრობა მასთან აკავშირებდა და თავის მეგობარზე ლოცულობდა.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იქ ზიხართ და ასეთ საუბრებს უსმენთ? მე დავბრუნდი, ეს გზავნილი ჩვენს პრეზიდენტს გადავეცი და ასევე გადავეცი პორტრეტი. ამ ჟესტმა ის აშკარად შეძრა.
აი, ასეთი კავშირების აღდგენა შევძელით, მარტივი სიტყვის საშუალებით, რომელსაც კომუნიკაცია ჰქვია. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან ზოგიერთი ფიქრობს, რომ პუტინი “ცუდი კაცია”. მე არ ვთვლი, რომ პუტინი ცუდია. ომი რთული საკითხია, უამრავი ფაქტორი განაპირობებს მის დაწყებას, და ხომ იცით, რომ ეს არასოდეს არის ერთი ადამიანის ბრალი. ვფიქრობ, საბოლოოდ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ.თქვა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
