პუტინმა “კროკუსში“ მომხდარი თავდასხმა მტკიცებულების გარეშე კვლავ უკრაინას დაუკავშირა

25 მარტს გამართულ შეხვედრაზე ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა ს დაუკავშირა. მაგრამ მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ გამოძიებას არ აქვს ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება. კრემლში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტერაქტის შედეგებს მიეძღვნა, გამოცხადდა, რომ თავდასხმის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს “სისასტიკე“ შეიძლება იყოს ერთ-ერთი რგოლი მათ მცდელობათა მთელ იმ სერიაში, ვინც „2014 წლიდან ნეონაცისტური ს რეჟიმის ხელით” ებრძვის რუსეთს.

“და ნაცისტები, როგორც ცნობილია, არასოდეს უგულებელყოფენ თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებას. მით უმეტეს, დღეს, როდესაც მათი რეკლამირებული კონტრშეტევა სრულიად ჩაიშალა, ეს უკვე ყველამ აღიარა, სადავო არ არის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პუტინმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ შეკითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს. გარდა ამისა, მან უბრძანა შესაბამის უწყებებს, რომ შეისწავლონ ის მიზეზები, რის გამოც რადიკალური ისლამისტები დაინტერესებულნი არიან რუსეთზე თავდასხმებით და რატომ “მიდიან ისინი მძიმე სისასტიკისა და დანაშაულის ჩადენაზე ყველა მუსლიმისთვის წმინდა რამადანის თვეში“.
23 მარტს თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავების შემდეგ მალევ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუსახელებია.
25 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გააფრთხილა მოსკოვი, რომ არ შეეცადოს დაუდასტურებლად დააკისროს პასუხისმგებლობა უკრაინას „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” (IS) ის ფილიალი, რომელმაც გასულ პარასკევს მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, მანამდე საფრანგეთში ცდილობდა ტერაქტების მოწყობას.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში