“პუტინმა თითქმის ყველა გოლიათი დაამარცხა, მაგრამ ძვრა ვერ უყო ამ პატარა ქალს” – ლორთქიფანიძე

თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრს ერთი პატარა ტანის მოხუცი ქალი ესტუმრა. სამწუხაროდ, მას საქართველოში კარგად არ იცნობენ. განსაკუთრებით ახალმა თაობამ არ იცის, რა ადგილი უკავია თანამედროვე ს ცხოვრებაში ამ ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, ოთხმოცს გადაცილებულ მსახიობს. ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაპყრობილმა და დაგლეჯილმა ქვეყანამ ფაქტობრივად არ შეიმჩნია ლია ახეჯაკოვას ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში. არადა, ეს სუსტი, გატანჯული ქალი, სულ მცირე, მადლობას და ღრმა პატივისცემით აღბეჭდილ სალამს მაინც იმსახურებდა ქართული საზოგადოებისგან და თავისუფლების, ანტიიმპერიალიზმის ყველა მხარდაჭერისგან. ლია ახეჯაკოვას წარმატებული საბჭოთა მსახიობის ტიპური კარიერა ჰქონდა. ში დაბადებულმა ადიღეური (ჩერქეზული) წარმოშობის ხელოვანმა ფეხი მაიკოპის თეატრის სცენაზე აიდგა. ამავე თეატრში მოღვაწეობდნენ მისი მშობლებიც: მამა მთავარი რეჟისორი გახლდათ, დედა – წამყვანი მსახიობი. რეგიონული თეატრიდან ლიამ მალევე გადაინაცვლა მოსკოვის სცენაზე და 1977 წელს საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე მოდერნული და საბჭოთა საზომებით უაღრესად გაბედული დასის, „სავრემენნიკის“ შემადგენლობაში. 1994 წელს სახალხო არტისტის წოდებაც მიიღო. ხალხმა მისი ბევრი თეატრალური და კინოროლი შეიყვარა. რუსული თეატრის მკვლევრები ხშირად ამბობენ, რომ ახეჯაკოვას შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობა იყო. სახალხო არტისტმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ქართველი ხელოვანის მიერ დადგმულ მარიონეტების წარმოდგენაში. თუმცა ლია ახეჯაკოვაზე საუბრის დროს მხოლოდ მისი პროფესიული გზის აღწერით ვერ შემოვიფარგლებით. ამ მაღალი რანგის პროფესიონალს და საქმეზე შეყვარებულ ხელოვანს რუსეთშიც და მის მიღმაც შესანიშნავ, გულად მოქალაქედ იცნობენ. თანამედროვე რუსეთში სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია. დემოკრატიისთვის მებრძოლთა ნაწილი დახოცეს, ნაწილს კლავენ, ნაწილი დააპატიმრეს. ერთ დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული მამაცი მოღვაწეები გაიყიდნენ, შეშინდნენ, გაიქცნენ, დაიფანტნენ. ბევრმა რეჟიმთან შეგუების, მასთან თანამშრომლობის და უსამართლობის ფერხულში ჩაბმის შედეგად გამდიდრების გზა აირჩია. მოკლედ, პუტინმა თითქმის ყველა გოლიათი დაამარცხა, მაგრამ ძვრა ვერ უყო ამ პატარა ქალს. ის უკვე მეოთხედი საუკუნეა ფეხმოუცვლელად, მტკიცედ მიჰყვება სახიფათო გზას. ჩეჩნეთის ორივე ომის დროა ადიღეური წარმოშობის ხელოვანი მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლებას და მთვარობას მოლაპარაკებებისკენ, შეტაკების მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტის პოსტზე ახლად არჩეულმა პუტინმა ლამის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის – ენ-ტე-ვეს ხელში ჩაგდება განიზრახა, ლია ახეჯაკოვა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მედიის დაცვის შესახებ შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი. სახალხო არტისტს არც მაშინ შეშინებია, როდესაც დიქტატორმა ოპონენტების დევნა დაიყო და მიხაილ ხოდორკოვსკი ციხეში გამოამწყვდია. მოსკოვის მოყინულ ქუჩებში დაპატიმრებული ოლიგარქის მხარდასაჭერად სულ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა ლია მეჯიდის ასული იყო. ახეჯაკოვა მონაწილეობდა 2011 წელს ბალოტნაიაზე გამართულ დემონსტრაციებში, რომლებიც არჩევნების გაყალბებისა და პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისადმი პროტესტის ნიშნად გაიმართა. სახალხო არტისტი ღიად დაუპირისპირდა ს ანექსიას, დონბასში მიმდინარე ომს, ჰოლანდიური ლაინერის ჩამოგდების გამო ტერორისტებად მოიხსენია დონეცკის სახალხო არმიის ბოევიკები. ხანდაზმულ მსახიობს არც მაშინ დაუხევია უკან, როდესაც ტელეკომპანია „დოჟდს“, ს, ლუკაშენკოს მიერ დაპატიმრებულ სამოქალაქო აქტივისტებს სჭირდებოდათ გვერდით დგომა. ის იყო პირველი, ვინც „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი გააპროტესტა და „მემორიალის“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების გადარჩენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მოკლედ, ლია ახეჯაკოვას ღუზა მყარად აქვს ჩაშვებული იმ ნაპირთან, სადაც „ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოზი“. ბუნებრივია, მსახიობს, რომელიც ანტისამთავრობო მიტინგებზე ბროდსკისა და შალამოვის ლექსებს კითხულობდა, სიცოცხლე გამწარებული აქვს. ბოლო 23 წელია, რუსი ნაციონალისტები და „პატრიოტები“ თითქმის ყოველ წელს ითხოვენ თეატრ „სავრემენნიკიდან“ მსახიობის გაძევებას. ქუჩაში გადაადგილების დროს ჭარმაგ ხელოვანს ხშირად უწევს შეურაცხმყოფელი შეძახილების მოსმენა. მას პერმანენტულად უკრძალავენ მნიშვნელოვან ფესტივალებსა თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. მისი ხმა აღარ ისმის ცენტრალური ტელევიზიებიდან, კინოცენტრიდან. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსახიობმა რამდენიმე წერილი მიიღო, რომლითაც ქალს „მყრალი ბომბით“ დაემუქრნენ. ანონიმური პირები და საყოველთაოდ ცნობილი პროვოკატორები სახალხო არტისტს დაპირდნენ, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისას სცენაზე მისი გამოჩენისთანავე დარბაზში ექსკრემენტებით სავსე ბუშტს გახეთქავდნენ. დადგმებში ახეჯაკოვას მონაწილეობა საშიში გახდა კოლეგებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც. 2023 წელს ლიამ თეატრი დატოვა, მაგრამ კვლავ მედგრად აგრძელებს დიდი ხნის წინ დაწყებულ პროფესიულ თუ სამოქალაქო საქმიანობას. თბილისის გრიბოედოვის თეატრში მას ოვაციებით შეხვდნენ, მაგრამ დარბაზის მიღმა ბევრს არ შეუმჩნევია მისი საქართველოში ყოფნა. საზღვარზეც კი პრობლემები შეუქმნეს ამ დიდ ადამიანს. 150-მილიონიანი ქვეყნის სინდისად და ანტიიმპერიალისტური მოძრაობის სიმბოლოდ ქცეული დევნილი მსახიობი ოკუპირებული საქართველოსგან უფრო მეტ სოლიდარობას იმსახურებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე – შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნებისთვის“ რუსის ჯარის გასვლა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ჩანაწერი, რომ „ხელისუფლება ახორციელებს რუსულ ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“ – ამის გამო არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას