პუტინმა თავის თანაშემწედ დანიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის თანაშემწედ დანიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც 12 მაისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი პოსტი კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაიკავა.
ნიკოლაი პატრუშევი ასევე ითვლება ვლადიმირ პუტინის უახლოეს თანამებრძოლად, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 16 წლის განმავლობაში (2008-2024 წწ.) ეკავა, მანამდე კი – პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში – ხელმძღვანელობდა უშიშროების ფედერალურ სამსახურს. პუტინის განკარგულებაში პატრუშევის განთავისუფლების მიზეზად დასახელებულია „სხვა სამსახურში გადასვლა“. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, ს განმარტებით, დამატებითი დეტალები ნიკოლაი პატრუშევის ახალი სამსახურის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.
პუტინის თანაშემწე გახდა ასევე ალექსეი დიუმინი, რომელიც 2016 წლიდან ტულის რეგიონის გუბერნატორი იყო.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ახალი მოადგილე გახდა პუტინის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი. პუტინის ადმინისტრაციაში აღნიშნული თანამდებობები შეინარჩუნეს სერგეი კირიენკომ, ალექსეი გრომოვმა და დიმიტრი კოზაკმა. ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას გააგრძელებს ანტონ ვაინო.

ასევე დაგაინტერესებთ