პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოხსნა – ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრს?

ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოხსნა და მის ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონსულტაციებისთვის: თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი წარდგენილია ანდრეი ბელუსოვი“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ნიკოლაი პატრუშევს სერგეი შოიგუ შეცვლის.
რუსული მედია იმასაც წერს, რომ სხვა მინისტრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი , თავიანთ პოსტებს შეინარჩუნებენ.