პუტინმა თავდაცვის მინისტრის 4 მოადგილე გაათავისუფლა – Reuters

პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კი ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტო წერს, რომ ს ფედერაციის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის ერთ მოადგილედ ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის უმცროსი ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პაველ ფრადკოვი გახდება.
ს ბრძანებით, თავდაცვის მინისტრს 10-ის ნაცვლად 12 მოადგილე ეყოლება.