რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ წარმოდგენილი და ჟენევის მოლაპარაკებებზე შეცვლილი ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო,- ამის შესახებ გამოცემა The New York Times ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წინადადებაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც რამდენიმე საკვანძო პუნქტის გამკაცრებას შეეხებოდა, კრემლისთვის მიუღებელი გახადა დოკუმენტის განახლებული ვერსია. სწორედ ამიტომ, პუტინმა ვაშინგტონს აცნობა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება შეცვლილ პირობებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ცვლილებები ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ შევიდა, სადაც დელეგაციამ მოსკოვთან შესაძლო შეთანხმებისთვის “დამატებითი უსაფრთხოების კონტურები” შეიმუშავა.
კრემლი ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა რუსი დიპლომატები ადასტურებენ, რომ განახლებული პუნქტები დაემთხვა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ წნეხს და ახალი ვერსია სცილდება ალასკის სამიტის შეთანხმებული ჩარჩოს სულისკვეთებას.




