პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

დღეს, 18 ივნისს, პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ფხენიანში პუტინის ვიზიტამდე, მისმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა თქვა, რომ ვიზიტის დროს რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ.
უშაკოვის თქმით, შეთანხმება, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებს შეეხება და “განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაფორმდება ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის მომხდარის გათვალისწინებით – საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის დარგებში”.
ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ პუტინის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩრდილოეთ კორეას სთან ომში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და “-ს ზეწოლის, შანტაჟისა და სამხედრო მუქარის” მიუხედავად ურყევ მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩვენ საერთო გარიგებებისა და ვაჭრობის ალტერნატიულ მექანიზმებს შევიმუშავებთ, რომლებსაც დასავლეთი არ აკონტროლებს, და არალეგიტიმურ ცალმხრივ შეზღუდვებს ერთობლივად დავუპირისპირდებით. ამავდროულად, ევრაზიაში თანასწორი და დაუყოფელი უსაფრთხოების არქიტექტურას ავაშენებთ”. – წერს პუტინი.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა სტატიები, რომლებიც ს შეჭრას უკრაინაში დადებითად აფასებს და “ყველა რუსი მოქალაქის წმინდა ომად” მოიხსენიებს.
“კორეელი ხალხი ყოველთვის იქნება რუსეთის მთავრობისა და ხალხის მხარეს და მათ ბრძოლაში, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ინტერესები, სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს”. – დაწერა კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA).
პუტინის თანმხლები დელეგაციის წარმომადგენლებს შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუოსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი , ბუნებრივი რესურსების, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრები და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური სამსახურის მეთაური იქნებიან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ვიზიტამდე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინასთან ომში დასახმარებლად “ათობით ბალისტიკური რაკეტა და საბრძოლო მასალის შემცველი 11 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა”.
მილერი ამბობს, რომ აშშ-ს ინფორმაციით, პუტინი “ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად სასოწარკვეთილია” და ომში დაკარგული აღჭურვილობის ანაზღაურება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით სურს.
კრემლი და ჩრდილოეთ კორეა იარაღით ვაჭრობას უარყოფენ.
ჩრდილოეთ კორეის შემდეგ 19-20 ივნისს პუტინი ვიეტნამს ეწვევა.
მანამდე, რუსული მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩასვლას გეგმავდა.
29 მარტს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კენჭისყრისას რუსეთმა, როგორც მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მეთვალყურე პანელის განახლება დაბლოკა.
მანამდე, გამოცემა Financial Times წერდა, რომ რუსეთმა ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის პირდაპირ მიწოდება დაიწყო.
მანამდე, 11 იანვარს, აშშ-მ სამი რუსული კომპანიისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უკრაინაში ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენებისთვის.
სანქციები შეეხო 224-ე საფრენ დანაყოფს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, რომელიც საჰაერო ძალებისგან წარმოიშვა და ზედამხედველობს საჰაერო ტვირთების გადაზიდვას. კომპანიის თვითმფრინავები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გადატანაში.