პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ყაზახეთში ჩავიდა

ს პრეზიდენტი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე დასასწრებად ყაზახეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
პუტინს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და ილჰამ ალიევთან.
კრემლის ინფორმაციით, სამიტის შემდეგ მონაწილეები აპირებენ, რომ ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს, დეკლარაციას და განცხადებას კეთილმეზობლობის, ერთიანობის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ.