პუტინი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში მულტფილმი ჰგონიათ, რუსოფობია ადამიანებს აბრმავებს

ში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში სერიოზულად არ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ ეს მულტფილმია. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ კრებაში  ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მათ ეს არ ესმით, ეს რაღაცა მულტფილმები ჰგონიათ, რუსოფობია ადამიანებს აბრმავებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს, რომ 1980-იანი წლების ხრიკი გაიმეოროს და რუსეთი შეიარაღების რბოლაში ჩაითრიოს. „ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და რესურსები რაციონალურად გადავანაწილოთ, თავდაცვაში ჩადებული თითოეული რუბლიდან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ“, – ამბობს პუტინი.

პუტინის თქმით, აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოების ახალ კონტურზე მუშაობა. „ძლიერი და სუვერენული რუსეთის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის -სთან მოლაპარაკების გასამართავად სტაბილურობის საკითხებზე, მაგრამ ვაშინგტონის მხრიდან „ისმის მხოლოდ დემაგოგია საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც, მათივე თქმით, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მოყენება სურთ, მათგან ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ჩვენ კოსმოსში იარაღის განთავსება გვსურს. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოლაპარაკება აშშ-ის პირობებზე გაიმართოს. შესაბამისად, მათი მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე მზადყოფნა არის უბრალოდ დემაგოგია საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსულმა ძალებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციას უკრაინაში რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.