პუტინი უკონკურენტო არჩევნებში ხმების თითქმის 90%-ს აგროვებს

რუსეთის ს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რეალური ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, იმარჯვებს.
ს პირველადი შედეგებით (დათვლილია ხმების 25%) პუტინი 88%-ს აგროვებს.
ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს.
კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 15-17 მარტს იმართება.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი). „მედუზას“ ინფორმაციით, პუტინის კონკურენტები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი კრიტიკისგან თავს იკავებდნენ.
ს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.
· პუტინი: რუსეთს ნატოს ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს
· პუტინი რუსეთის პრეზიდენტად კენჭს მეხუთედ იყრის
· „სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, უსაფუძვლოა“ — დავითაშვილი ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა