რუსეთში „ბრიკსის“ ქვეყნები არიან შეკრებილნი და როგორც ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მთავარ სასაუბრო საკითხებს შორის არის „ბრიკსის“ გაფართოება, უკრაინაში მიმდინარე ომი და ომი ახლო აღმოსავლეთში.
„ბრიკსი“, რომელიც განვითარებადი ბაზრების მზარდი ეკონომიკური გავლენის აღსაწერად შეიქმნა დღეს ერთ-ერთი დიდი ჯგუფია, რომელიც მოიცავს მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს და გლობალური ეკონომიკის 35%-ს.
„ბრიკსის“ სამიტი ყაზანში, რუსეთში იმართება, ის ვლადიმირ პუტინმა გახსნა. პუტინმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ “ბრიკსის” მნიშვნელობა იზრდება და 30-ზე მეტმა სახელმწიფომ ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პუტინის მიზანია მსოფლიოს აჩვენოს, რომ დასავლეთის ქვეყნების მცდელობა – მოექციათ რუსეთი იზოლაციაში – წარუმატებელია.
„არასწორი იქნება იგნორირება გავუკეთოთ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესს „ბრიკსთან“ კონტაქტების გასაძლიერებლად“, – თქვა პუტინმა მისასალმებელ სიტყვაში და აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება „მწვავე რეგიონულ კონფლიქტებს“ – ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში.
სამიტს, რომელიც რუსეთში იმართება ესწრებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. ორივე ქვეყანა რუსეიდან ნავთობის დაახლოებით 90%ს ყიდულობს. ინდოეთიც და ჩინეთიც რუსეთში უცხოური ვალუტის ძირითადი შემტანები არიან. რუსეთი ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში მეორე უდიდესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა.