პუტინი საქართველოს მოქალაქეებს: გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ტელეგრამ არხი აქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისადმი გაგზავნილ წერილს.

აქამდე, 8 მაისს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ პუტინმა გამარჯვების დღის მე-80 იუბილე რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ქართველ და მოლდოველ ხალხსაც მიულოცა. მან მილოცვა გაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებსაც.

პუტინის წერილში, რომელსაც მან ხელი 30 აპრილს მოაწერა, ნათქვამია, რომ არ უნდა იქნას დავიწყებული საქართველოსა და რუსეთის “საერთო ისტორია” და “ქართველ და რუს ხალხს შორის შუღლის დათესვა” არ უნდა იყოს დაშვებული. მან წერილის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

“ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს ძვირფასო მოქალაქენო! გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს – დიდი გამარჯვების მე-80 წლისთავს.

ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ხალხისთვის. ჩვენს ქვეყნებში არასდროს დაივიწყებენ უდიდეს გმირობებსა და მძიმე გამოცდებს, რომლებიც თავს დაატყდა გამარჯვებულთა თაობას – ჩვენს მამებსა და პაპებს, რომლებიც მხარდამხარ, მამაცად იბრძოდნენ ფრონტზე დამპყრობლების წინააღმდეგ და მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ფრონტის ზურგში, აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას.

დღეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა შევინახოთ და გადავცეთ შთამომავლობას ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები, არ დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების დავიწყება და შუღლის დათესვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის.

სულითა და გულით გისურვებთ, პატივცემულო ვეტერანებო, ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დღეგრძელობას, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას.” – ნათქვამია პუტინის წერილში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად