პუტინი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ნაციზმის სრულად აღმოსაფხვრელად

კრემლის ლიდერის ს განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს ნაციზმის სრულად აღმოსაფხვრელად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაციზმი შევაჩეროთ და მთლიანად აღმოვფხვრათ. ნაცისტური ჯალათების მიმდევრები, რაც არ უნდა უწოდონ დღეს თავიანთ თავს, განწირულნი არიან. ვერაფერი შეაჩერებს მილიონობით ადამიანის სურვილს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს პლანეტა უნდა იყოს სამართლიანობის, მშვიდობის, თავისუფლების და უსაფრთხოების. დიდება საბჭოთა ჯარისკაცს, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გააგრძელებს დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიებას.

„ლენინგრადის ბლოკადა, ნაცისტების გადაწყვეტილება მთელი ქალაქის განადგურების შესახებ, უპრეცედენტო იყო სისასტიკისა და ცინიზმის მასშტაბით. 1 მილიონზე მეტი ლენინგრადის მცხოვრები – ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი მოსახლეობა, გახდა შიმშილის და სიცივის მსხვერპლი“, – დასძინა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ