პუტინი პრემიერად მიშუსტინს იტოვებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ისევ მიხაილ მიშუსტინი წარადგინა. დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, მიშუსტინის კანდიდატურას დღეს, 10 მაისს განიხილავენ.
ს მთავრობა, რომელსაც მიხაილ მიშუსტინი 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, 2024 წლის 7 მაისს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა, როგორც ამას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
58 წლის მიშუსტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის დირექტორი იყო. პუტინის გადაწყვეტილებით, მიხაილ მიშუსტინმა 2020 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა .
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა მეხუთე ვადით დაიკავა რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული ს შედეგად. ოფიციალური მონაცემებით, პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელი იყო.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში, რუსეთში, ფაქტობრივად, გაჩნდა შიშით და ძალით ჩანერგილი სამხედრო ცენზურა და არჩევნებმა ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია – ვერ შექმნა წარმოდგენა მოქალაქეთა რეალური განწყობების შესახებ და მათ არ მისცა საშუალება, ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაეწყვიტათ.
ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ