პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელი ს სიკვდილზე.
“პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, როგორც ეს ვიხილეთ ში. ის ასევე საშინელ დანაშაულებს ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
“ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა”, – განაცხადა ბაიდენმა.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ