პუტინი: მოწინააღმდეგის დრონები ჩვენი მებრძოლების თავზე ბუზებივით დაფრინავენ

ს პრეზიდენტ პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ რუსეთი გაიმარჯვებს. ეს პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე თქვა. რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომს.
კრემლმა დღეს, 9 მაისს გამოაქვეყნა სამხედრო მოსამსახურეებთან პუტინის შეხვედრის ამსახველი ვიდეო. კრემლის თანახმად, ეს შეხვედრა 7 მაისს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებს უთხრა, რომ მათი გმირობაა გადამწყვეტი გამარჯვებაში რომელშიც ეჭვი არ ეპარება, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატება კი გადამწყვეტი პირობაა რუსეთის განვითარებისთვის.
პუტინმა იმაზეც ილაპარაკა, რომ იცის რა სირთულეებს აწყდებიან რუსი მებრძოლები, რომელთა თავზე „მოწინააღმდეგის დრონები ბუზებივით დაფრინავენ“, მაგრამ „ამაზე მუშაობენ“ და „შედეგი იქნება“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს