პუტინი: თალიბანი ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში

ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით თალიბანი რუსეთის მოკავშირეა.
“ზოგადად, უნდა დავიწყოთ ფაქტით, რომ ქვეყანაში [ავღანეთში] ძალაუფლებას თალიბანის მოძრაობა აკონტროლებს. ამ მხრივ, თალიბანი ჭეშმარიტად ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”. – თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბანის ინტერესი ავღანეთში სტაბილურობის დამყარებაა, ხოლო “[რუსეთს] ხშირად მიუღია სიგნალი თალიბანის მოძრაობისგან, რომ ისინი მზად არიან, იმუშაონ ანტიტერორისტული მიმართულებით [რუსეთთან] ერთად”.
ცნობისთვის, თალიბანი 2003 წლიდან დღემდე რუსეთში ტერორისტული და აკრძალული ორგანიზაციების სიაშია, თუმცა როგორც პუტინს, ისე რუსეთის საგარეო და იუსტიციის სამინისტროებს საჯაროდ გამოუხატავთ ინტერესი, ამოეღოთ თალიბანი მსგავსი ორგანიზაციების სიიდან.
თემურ უმაროვის, ცენტრი Carnegie Endowment for International Peace-ის ანალიტიკოსის თქმით, პუტინისთვის ეს ის შემთხვევაა, როცა “მისი მტრის მტერი, მისი მეგობარია”.
“რადგანაც თალიბანი ISIS-K-ს ებრძვის, ის პარტნიორადაა მიჩნეული”. – თქვა უმაროვმა.
მოსკოვი უკვე დიდი ხანია, რაც თალიბანთან თანამშრომლობს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი, რადგანაც თალიბანი ავღანეთში NATO-ს ძალებს ებრძოდა, ამარაგებდა კიდეც ტერორისტულ ორგანიზაციას იარაღით.