პუტინი ახალი ვადის ფარგლებში პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთს ეწვია

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ახალი ვადით მმართველობა დაიწყო, პირველი ვიზიტით ის ჩინეთს ესტუმრა და სი ძინფინგს შეხვდა.
“ჩვენ შევქმენით კარგი, კეთილი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში პირველ ვიზიტებს ერთმანეთთან ვახორციელებთ და ეს არის ნათელი დამამტკიცებელი საბუთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის, მოსკოვისთვისა და პეკინისთვის ორმხრივი თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების კურსი, ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა.” – თქვა პუტინმა.
სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს, სულ მცირე, 40-ჯერ შეხვდა. მისი თქმით, ასეთი “ნაყოფიერი კავშირები” ჩინეთ-ს ურთიერთობების დინამიკის ზრდის საშუალებას იძლევა. სიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი მარტივი არ იყო და ამიტომაც ეს ურთიერთობა “განსაკუთრებით ფრთხილ მოპყრობას” იმსახურებს.
“[ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა] წარმოადგენს ეტალონს დიდ სახელმწიფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, რაც გამოირჩევა ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობითა და ურთიერთსარგებლით.” – დაამატა სიმ.
პუტინის დელეგაციაში შედიოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ახალგადაყვანილი სერგეი შოიგუ და თავდაცვის ახალი მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი.
შეხვედრის ფარგლებში პუტინმა და სი ძინფინგმა მიიღეს განცხადება ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ინფორმაციის გაცვლის, მედია თანამშრომლობისა და ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის შესახებ.
მიღებული საერთო განცხადების ძირითადი შინაარსი შემდეგია:
· ჩინეთი და რუსეთი კვლავ ირწმუნებიან, რომ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა და ვაშინგტონს მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ;
· ნეგატიურად თვლიან აშშ-სა და NATO-ს როლს ინდო-წყნაროკეანეთის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე;
· რუსული მხარე დადებითად აფასებს ჩინეთის პოზიციას “უკრაინული საკიხის” მიმართ და მიესალმება, რომ პეკინი მზადაა “კრიზის” დარეგულირებაში პოლიტიკურ-დიპლომატიური როლი შეასრულოს;
· მხარეების აზრით, შ მიმდინარე არაპროვოცირებული ომის მოგვარებისთვის აუცილებელია “ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით”;
· უარყოფითად შეაფასეს სხვა ქვეყნების აქტივებისა და საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები;
· ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ქვეყანა კოსმოსური სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენებას აპირებს და გააკეთეს მოწოდება, რომ მსგავსი ქმედებები შეწყდეს;
· აღნიშნეს, რომ სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებენ;
· ირწმუნებიან, რომ აშშ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძალთა ბალანსის ცვლილებას ცდილობს;
· ირწმუნებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ აშშ სტრატეგიული ბალანსის დარღვევას ცდილობს;
· გამოხატეს უკმაყოფილება, რომ იაპონიამ ოკეანეში გაუშვა ფუკუშიმას ატომური ელექტრო სადგურის გადამუშავებული და გაფილტრული წყალი;
· უზრუნველყოფენ უწყვეტი გადახდის არხებს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის;
· უზრუნველყოფენ ენერგორესურსების ტრანსპორტირების უწყვეტი ქსელის შექმნას;
· აშშ-სა და მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეისადმი პროვოკაციებში ადანაშაულებენ და ამას გმობენ;
· რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მხარეები ირწმუნებიან, რომ სპორტი პოლიტიზირებულია და უკმაყოფილებას გამოთქვამენ;
· განავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
· აშშ-სა და NATO-ს მოუწოდეს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ავღანეთში არსებულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღარ განათავსონ აქ სამხედრო ინფრასტრუქტურა;
· შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლის განვითარებაზე;
· შეთანხმდნენ ტურიზმის სფეროს განვითარებაზე;
· ეწინააღმდეგებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტაბილურობაში არარეგიონული ძალების ჩარევას;
· უზრუნველყოფენ ინვესტორების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, შექმნიან კაპიტალდაბანდების თანაბარ და სამართლიან გარემოს;
· ირწმუნებიან, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბოროტ მიზნებს ემსახურება, რასაც ეწინააღმდეგებიან;
· გააღრმავებენ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში ურთიერთვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით;
· გამოხატეს საკუთარი პოზიცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და დსთ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში;
· შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორმხრივი წვდომის გაფართოებაზე.