პუტინი აცხადებს, რომ სიხარულით ეწვევა აფხაზეთს

როგორც რუსული მედია წერს, ს დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის მეთაურის, ბადრა გუნბას, მიწვევით სიხარულით ეწვევა აფხაზეთს”.
შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ს ლიდერს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.
„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ — უპასუხა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრისას თქვა, რომ მზად არის აფხაზეთთან ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
პუტინის თქმით, რუსეთი ელოდება, რომ წელს აფხაზეთთან ტურისტული ნაკადი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება.
„გასულ წელს [რუსეთსა და აფხაზეთს შორის] ტურისტული ნაკადების ზრდა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს აღწევდა. ველოდებით, რომ წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება, შესაძლოა მეტიც. ვიცი, რომ ლოგისტიკა და განსაკუთრებით აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია”.

ასევე დაგაინტერესებთ