პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით

პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ შეხვედრის მთავრი წინაპირობაა ის, თუ რამდენადაა მზად პუტინი შეხვდეს ზელენსკის, რომლის ლეგიტიმურობასაც ის ეჭვქვეშ აყენებს.
„როდესაც ვნახეთ, რომ ალიასკის სამიტმა ლეგიტიმაცია დაუბრუნა რუსეთის პრეზიდენტს, გაჩნდა კითხვა დაუბრუნდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ზელენსკის ლეგიტიმაციის შეგრძნება, რადგან არაერთგზის გვსმენია, რომ ის პუტინისათვის ვადაგასული პრეზიდენტია. ვნახეთ თავად ზელენსკის განცხადება, რომ ის მზადაა უკრაინაში ჩატარდეს ახალი , რაც ტექნიკურ და საკანონმდებლო დონეზე განსახილველი საკითხია. ეს კი შესაძლებელია 3-4 თვეში მოხდეს, თუ რადა გააუქმებს სამხედრო მდგომარეობას და მთელ რიგ საკანონმდებლო ნაბიჯებს გადადგამს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტმა იმაზეც ისაუბრა, რომ ზელენსკის უჭირს დათმობებზე წასვლა და არ არის გამორიცხული, რომ ახალი არჩევნების ჩატარება მის ინტერესშიც შედიოდეს.
„ახალი არჩევნების ჩატარება პიროვნულად თავად ზელენსკის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ის გარკვეულწილად ჩიხშია შესული. ზელენსკი იყო სწორედ 2022 წლის მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც სტამბულის მოლაპარაკებების დროს ტერიტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით უკრაინისათვის მომგებიანი პოზიციის დაკავებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. თუმცა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა. მას შემდეგ უკრაინაში დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქვეყნიდან გავიდა მილიონობით უკრაინელი და უმძიმესი დემოგრაფიული და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა შეიქმნა. შესაბამისად, იმ დათმობებზე წასვლა, რასაც ზელენსკისგან პუტინი ითხოვს, ადამიანურად მესმის, რომ მას არ შეუძლია. წარმოიდგინეთ ისიც, თუ რა უმძიმესი მემკვიდრეობა უნდა ჩააბაროს უკრაინის შემდგომ პრეზიდენტს.
ამიტომ, კანდიდატი, ვინც ჩაებმება ამ საპრეზიდენტო რბოლაში, წინასწარ უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ შესაძლოა მას მოუწიოს იმ იძულებით დათმობებზე წასვლა, რაზეც ზელენსკი ამ ეტაპზე, რეალურად ვერ მიდის.
პუტინი აუცილებლად შეხვდება უკრაინის იმ პრეზიდენტს, რომელსაც ის ჩათვლის ლეგიტიმურად და რომელიც არჩეული იქნება არჩევნების გზით,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
Previous: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა