პუ­ტი­ნის ცი­ტა­ტის ფონზე “რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბი არ­სად მთავ­რდე­ბა“, ოკუპანტ ქვეყანაში – ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს

ოკუ­პანტ რუ­სეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით ტარ­დე­ბა, დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჩა­ვი­და. ფეს­ტი­ვა­ლი 1-ლ მარტს და­ი­წყო და ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც შე­დი­ან. სოჭთან ახ­ლოს, “სი­რი­უ­სის“ ფე­დე­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის დრო­შე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას პრი­მა­კო­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ელ­მძღვა­ნე­ლობს. “ჩვე­ნი ძმე­ბი, ინ­გუ­შე­ბი სა­ზე­ი­მოდ დაგ­ვხვდნენ სო­ჭის აე­რო­პორ­ტში“, – და­წე­რა მან 29 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ღია წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს შო­რის არი­ან:

ანნა ხო­ტივ­რიშ­ვი­ლი – ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბის კან­დი­და­ტი, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე;

იუ­ლია კლი­უ­ჩი­კო­ვა – რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გიდი თბი­ლი­სი­დან;

ინეს­სა რო­დი­ნა – სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი აკ­რო­ბა­ტი­კის სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი მარ­ნე­უ­ლი­დან, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის თქმით, “რუსი ახალ­გაზ­რდე­ბის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“;

კა­რი­ნე არა­კე­ლი­ა­ნი – მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რო­დი­ო­ნოვ­კა­დან (ფა­რა­ვა­ნი);

ტა­ტი­ა­ნა ბა­ლა­ბა­ნო­ვა – გო­რე­ლოვ­კას მკვიდ­რი;

ფო­რუ­მის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ “ეხო კავ­კა­ზას“ უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 35 ადა­მი­ა­ნი წა­რად­გენს.

“პი­რა­დად მე მო­ვე­დი, რომ ლექ­სე­ბი წა­ვი­კი­თხო, ვიმ­ღე­რო, მოვ­ყვე სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მო­ვი­ზი­დო უცხო­ე­ლე­ბი ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში. მინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს და ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­დეს. და­მი­ჯე­რეთ, ზო­გი­ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ არც იცო­და, რომ ასე­თი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობ­და“, – ამ­ბობს ის.

მისი სი­ტყვე­ბით, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ფო­რუ­მის ოსი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­იც­ნეს, მაგ­რამ “ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­გუ­შე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­მე­გობ­რდნენ“.

“მთა­ვა­რია მშვი­დო­ბა და მე­გობ­რო­ბა. ჩვენ ყვე­ლა აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი ვართ, გვინ­და რომ პლა­ნე­ტა­ზე მშვი­დო­ბა იყოს“, – ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს.

სოჭ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი მო­როშ­კი­ნაც, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­დის რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და კო­მენ­ტარს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მო­როშ­კი­ნა ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ამ­ბობს, რომ “სა­ქარ­თვე­ლომ “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მოს­კოვ­თან“.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ა­ში 130 ადა­მი­ა­ნია. მას თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ალან ტი­ბი­ლო­ვი წა­რად­გენს. ცნო­ბის­თვის, ტი­ბი­ლო­ვი ჟურ­ნა­ლის­ტია.

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ფო­რუმ­ზე 100 ადა­მი­ა­ნი წა­რად­გენს.

ფეს­ტი­ვა­ლი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბის მო­რი­გი ფო­რუ­მია. მისი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა რუ­სე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და ამ­ჟა­მად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ცი­ტა­ტა “ამ­შვე­ნებ­და“: “რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბი არ­სად მთავ­რდე­ბა“.

წყარო