პუტინის მორიგი გეგმა, “ფარული ომი”? – “მალე უნდა ველოდოთ ტერორისტული თავდასხმების ზრდას ევროპაში”

პუ­ტი­ნის რუ­სე­თი ევ­რო­პულ მი­წა­ზე „ჰიბ­რი­დუ­ლი“ თავ­დას­ხმე­ბის ორ­კესტრი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ექ­სპერ­ტი კეირ ჯა­ილ­სი აცხა­დებს, რომ სა­მო­მავ­ლოდ და­სავ­ლეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა. მისი მტკი­ცე­ბით, პუ­ტი­ნი არ მო­ე­რი­დე­ბა მა­სობ­რი­ვი მსხვერ­პლის გა­მოწ­ვე­ვას რუ­სე­თის “ფა­რუ­ლი ომის” შემ­დეგ ფა­ზა­ში.

გა­სულ წელს ბრი­ტა­ნე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი პო­ლი­ცია იძი­ებ­და რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის ამა­ნათ­ში ცე­ცხლგამ­ჩე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მალ­ვას ეხე­ბო­და. მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­ბო­ლო­ოდ სა­წყობ­ში აფეთ­ქდა და მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

”ჩვენ მალე უნდა ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ზრდას ევ­რო­პა­ში,” – ამ­ბობს ჯა­ილ­სი.

  • მა­ნამ­დე პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი გეგ­მავ­და “სა­ჰა­ე­რო ტე­რო­რის” აქ­ტებს ავი­ა­ხა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აწყობ­და დი­ვერ­სი­ას პო­ლო­ნე­თის მი­წა­ზე და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

რუ­სეთს დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ლატ­ვი­ის, ლიტ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ში – ნო­ემ­ბერ­ში, ლიტ­ვა­ში მომ­ხდარ სა­ბე­დის­წე­რო ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სა­ხელ­მწი­ფოს მკვეთ­რი პა­სუ­ხი მოჰ­ყვა:

“ჩვენ ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თი უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ბო­ტა­ჟი­სა და ტე­რო­რიზ­მის გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რო­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­რი­უს ია­უ­ნიშ­კის­მა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი

ჯო უილსონი – მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი