პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა რუსეთის მთავრობა

რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ გადადგა რუსეთის მთავრობა. მოქმედი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს მუშაობას მინისტრთა ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. ავტომატურად ამოიწურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებამოსილებებიც.
მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა პუტინმა შესაძლოა სამშაბათსვე წარადგინოს, იტყობინება კრემლის პრესმდივანი .
2018 წელს პუტინმა თანამდებობის დაკავებიდან ერთ საათში წარადგინა მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
რუსეთის მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ პუტინი არ შეცვლის მოქმედ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს. მისი კანდიდატურა შესაძლოა უკვე უახლოეს დღეებში, 8 ან 10 მაისს დამტკიცდეს, იუწყებიან „კომერსანტი“ და „მედუზა“.
ფედერალურ მინისტრებს თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ძალოვანი ბლოკის მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ ინიშნებიან, დანარჩენები კი სახელმწიფო დუმამ უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც მათ მთავრობის ხელმძღვანელი წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს