პუტინის დავალებით მიუსაჯეს ნელი სიკვდილი – ეკატერინე მიშველაძემ გიული ალასანიას სიტყვა შეაშველა (ვიდეო)

გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი, თავს კარგად არ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ წონაში მოიმატა. როგორც მან “ტვ პირველი”-ს ეთერში თქვა, ვერ გრძნობს იატაკს და ფეხის გულებს. არ აქვს საშუალება რომ ისეირნოს და თითქოს ყველამ დაივიწყა და მხოლოდ “ტვ პირველს” გაახსენდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა გადაცემის წამყვანს.
ალასანია ამბობს, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია და არაფერი მოუპარავს, თუმცა, ამის მიუხედავად, ნელი სიკვდილი მიუსაჯეს. გადაცემის წამყვანმა კი მას სიტყვა შეაშველა, რომ ეს სიკვდილი ვლადიმერ პუტინის დავალებით არის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო