პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ასევე დარეკავს ნატო-ში.
დონალდ ტრამპის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.
„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებით, რამაც ეს პროცესი გაართულა, მაგრამ მას ესმოდა, რომ ხედავს რაღაცებს თავის კარიერაში. მან იცოდა, რომ ეს სიყალბე იყო. რაც იყო, ეს კრიმინალური იყო და შეთანხმება გაართულა. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ამის ნახვა, ისევე როგორც მე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს