პურ-პროდუქტების კომპანიებს საკმარისი ხელშეწყობა არ აქვთ – პურის მრეწველთა კავშირი

დაიჯერებთ? თბილისში არ არის მანქანა, რომელიც პირს ავტომატურად ჩააწყობს ცელოფანში, ხელით აწყობენ, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პურ-პროდუქტების კომპანიებს საკმარისი ხელშეწყობა არ აქვთ, იმ პირობებში კი, როდესაც პურის ფასი პროდუქტებს შორის ყველაზე დაბალია, საწარმოები სათანადოდ ვერ ვითარდებიან.
“ერთი-ორ ქარხანაში მართლა არის ჩადებული ინვესტიცია და ისეთი კარგია, გულს ესიამოვნება, მაგრამ, ბევრი პრობლემებიც არის. დაიჯერებთ? თბილისში არ არის მანქანა, რომელიც პირს ავტომატურად ჩააწყობს ცელოფანში, ხელით აწყობენ. ასეთი ერთი დანადგარი 6 კაცის საქმეს გამოათავისუფლებდა. მარტო ესეც ხომ არ არის, იქ ცომსაზელია, დასაგუნდავებელია, ორთქლის ქვაბებია და ა.შ.
მხოლოდ ხელის შეწყობაში ვხედავ გამოსავალს, ვიღაცამ უნდა გაიგონოს. ვგულისხმობ, დაბალ პროცენტიან სესხს ა.შ. ეს რომ ვითხოვეთ, გვიპასუხეს, ერთხელ ხომ მივეცით, ახლა სხვა დარგებს უნდა დავეხმაროთო. ალბათ, ცოტაა და ბევრს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პური პირველადია და ჯერ ამას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება,“ – ამბობს მალხაზ დოლიძე.
წყარო: bpn.ge