„პუბლიკა“ იუწყება, რომ მის ჟურნალისტს პოლიციელმა დაარტყა

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ წუხელ, 2 მაისს, პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავმა გამოცემის ჟურნალისტს სცემა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
ვიდეოში ისმის, რომ რეპორტიორი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს, -ს თანამშრომლებს ეუბნება: „ჟურნალისტი ვარ“.
ამის მიუხედავად, ერთ-ერთი პოლიციელი მეორეს მოუწოდებს: „მოკიდე ხელი“.
ამავე გამოცემის კიდევ ორ რეპორტიორს წინა ღამით, 30 აპრილისა და 1 მაისის მიჯნაზეც შეუშალეს ხელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.
ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა შეუშალა ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ 1 მაისის ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.
პირველი მაისით დათარიღებული განცხადებით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი გმობს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის