პუბლიკა: აქციაზე ჩვენს 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს

ონლაინ მედია პუბლიკას განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე მათ ორ ჟურნალისტს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს.

“ალექსანდე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოვახერხეთ კოლეგის დახმარებით, ამ დრომდე ვეძებთ პუბლიკის კუთვნილ მეორე ტელეფონს.

პუბლიკა მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს.

პუბლიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე”. – წერია პუბლიკას განცხადებაში.

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…