პუბლიკას ჟურნალისტი: სახეში დამარტყეს, მობილური წამართვეს – ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ

რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავები, მეც უკან მივყვებოდი და უკან რომ გამოვიხედე მომყვებოდნენ ნიღბიანები, რომლებმაც შემიშალეს ხელი მუშაობაში, ტელეფონზე ამაფარეს ხელი, მერე ვიღაც სხვა მოვიდა და ჩამარტყა, ერთმა ტელეფონი წამართვა, მერე დამიბრუნეს, ვუხსნიდი რომ ჟურნალისტი ვარ. სახეში დამარტყეს და ტელეფონი წამართვეს, ვუხსნიდი რომ ჟურნალისტი ვარ, თავიდან არ ესმოდათ, მერე ვიღაცებმა გაიგეს და უთხრეს, დავუბრუნოთო. თავიდან რომ ვიღებდით ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მოვიდა და დამარტყა.