პსჟ შეიძლება კაპიტნის გარეშე დარჩეს

არ არის გამორიცხული, 31 წლის ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა ზაფხულში პსჟ დატოვოს, – იტყობინება „ეკიპი“.
თუ ბრაზილიელმა გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა, პარიზული კლუბი წასვლაში ხელს არ შეუშლის.
მარკინიოსი პსჟ-მ 2013 წელს „რომასგან“ 31.4 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში 11 მატჩში (8 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონია.
მარკინიოსის ყოველთვიური ხელფასი 1.12 მილიონია და ის „პარი სენ ჟერმენში“ უსმან დემბელეს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.