პსჟ-ს მფლობელები ესპანურ კლუბს შეიძენენ

პსჟ-ს მფლობელი კომპანია Qatar Sports Investments-ი “მალაგას” შეძენასთან ახლოსაა, – იტყობინება Sky Sports-ი.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. “მალაგა” სეგუნდა დივიზიონში მე-15 ადგილზეა. კატარელები ესპანურ კლუბს 100 მილიონ ევროდ იყიდიან.
Qatar Sports Investments-ი აგრეთვე ერთ-ერთ ბელგიურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში საინვესტიციო საშუალებებს სწავლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში