პსჟ-სა და “დორტმუნდის” ნამატჩევს მსაჯმა იტირა

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და “დორტმუნდის” საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მსაჯმა დანიელე ორსატომ იტირა.
MC Sport-ის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ 48 წლის იტალიელმა ევროტურნირებზე ბოლო შეხვედრაში იმსაჯა და ნამატჩევს თანაშემწეები ამშვიდებდნენ. ის მსაჯის კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს.
ორსატომ მსაჯობა 1993 წელს დაიწყო, 600-ზე მეტ მატჩს, მათ შორის სერია A-ს 288 თამაშს მოემსახურა, ჩემპიონთა ლიგაზე 55-ჯერ იმუშავა და 2020 წლის 23 აგვისტოს ლისაბონში პსჟ-სა და “ბაიერნის” ფინალი განსაჯა.